Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
გენერალური კონსული დაესწრო „ეროვნული გადარჩენის დღისადმი“ მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას

გენერალური კონსული დაესწრო „ეროვნული გადარჩენის დღისადმი“ მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას

2025 წლის 12 ივნისს საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში კახაბერ აბდალაძე დაესწრო „ეროვნული გადარჩენის დღისადმი“ მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, სახელწოდებით - „თავისუფლებიდან გამარჯვებამდე“. 

ქ. განჯაში გაიმართა ერთობლივი სპექტაკლის „კუკარაჩას“ პრემიერა

ქ. განჯაში გაიმართა ერთობლივი სპექტაკლის „კუკარაჩას“ პრემიერა

2025 წლის 5 ივნისს ქ. განჯის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის „კუკარაჩას“ პრემიერა. ერთობლივი სპექტაკლი, რომლის რეჟისორია ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, განხორციელდა ოზურგეთისა და განჯის სახელმწიფო დრამატული თეატრების მსახიობთა მონაწილეობით.

გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები დაესწრნენ წირვას წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით

გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები დაესწრნენ წირვას წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით

2025 წლის 1 ივნისს,  საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში კახაბერ აბდალაძე და გენ. საკონსულოს ადმინისტრაციული მენეჯერი მალხაზ ხულორდავა იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში და წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, დაესწრნენ კახის წმინდა გიორგის ტაძარში გამართულ წირვას, აგრეთვე შეხვდნენ ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას.

გენერალური კონსული დაესწრო „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებას

გენერალური კონსული დაესწრო „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებას

2025 წლის 31 მაისს საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში კახაბერ აბდალაძე დაესწრო „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი“ მიძღვნილ შემეცნებით-საგანმანათლებლო გამოფენას. 

ქ. განჯაში საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე

ქ. განჯაში საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე

2025 წლის 26 მაისს, ქ. განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს ეროვნული დღესასწაულის - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.

გენერალური კონსული დაესწრო სპექტაკლს ქ. განჯის სახელმწიფო ეროვნულ დრამატულ თეატრში

გენერალური კონსული დაესწრო სპექტაკლს ქ. განჯის სახელმწიფო ეროვნულ დრამატულ თეატრში

2025 წლის 15 მაისს ქ. განჯაში საქართველოს გენერალური კონსული კახაბერ აბდალაძე ქ. განჯის სახელმწიფო ეროვნულ დრამატულ თეატრში დაესწრო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო აკადემიური მუსიკალური თეატრის სპექტაკლს „სამყარო ეკუთვნით შეყვარებულებს“.

გენერალურმა კონსულმა შეხვედრა გამართა განჯა-დაშქესანის კულტურის რეგიონული სამსახურის უფროსთან

გენერალურმა კონსულმა შეხვედრა გამართა განჯა-დაშქესანის კულტურის რეგიონული სამსახურის უფროსთან

2025 წლის 14 მაისს ქ. განჯაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა კახაბერ აბდალაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა განჯა-დაშქესანის კულტურის რეგიონული სამსახურის ახლად დანიშნულ უფროსთან ნაილ მამედოვთან.

გენერალური კონსული დაესწრო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ კონფერენციას

გენერალური კონსული დაესწრო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ კონფერენციას

2025 წლის 7 მაისს ქ. განჯაში საქართველოს გენერალური კონსული კახაბერ აბდალაძე დაესწრო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ კონფერენციას.

გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ გიორგობის დღესასწაულზე

გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ გიორგობის დღესასწაულზე

2025 წლის 5-7 მაისის პერიოდში, ქ. განჯაში საქართველოს გენერალური კონსული კახაბერ აბდალაძე და გენ. საკონსულოს ადმინისტრაციული მენეჯერი მალხაზ ხულორდავა მივლინებით იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში, სადაც დაესწრნენ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საღმრთო ლიტურგიას კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში (წირვა ჩაატარეს მამა პეტრემ - ხუმარაშვილი და მამა ტარიელმა - ფოლადაშვილი).

ქ. განჯაში იმყოფებიან ქ. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის წარმომადგენლები

ქ. განჯაში იმყოფებიან ქ. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის წარმომადგენლები

ქ. განჯაში იმყოფებიან ქ. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე და სცენოგრაფი ლომგულ მურუსიძე.

გენერალური კონსული დაესწრო ქ. განჯაში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას

გენერალური კონსული დაესწრო ქ. განჯაში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას

2025 წლის 22 აპრილს, ქ. განჯაში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის რეჯებ ოზთოფის მიწვევით, ქ. განჯაში საქართველოს გენერალური კონსული კახაბერ აბდალაძე დაესწრო თურქეთის რესპუბლიკის „ეროვნული სუვერენიტეტისა“ და „ბავშვთა დაცვის“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

გენერალური კონსული დაესწრო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას

გენერალური კონსული დაესწრო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას

2025 წლის 19-20 აპრილის პერიოდში, ქ. განჯაში საქართველოს გენერალური კონსული კახაბერ აბდალაძე მივლინებით იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში.