გენერალური კონსული დაესწრო ქ. განჯაში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებას
2025 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში კახაბერ აბდალაძე დაესწრო თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც ორგანიზებული იყო ქ. განჯაში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს მიერ.
