Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

გენერალური კონსული დაესწრო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას

2025 წლის 19-20 აპრილის პერიოდში, ქ. განჯაში საქართველოს გენერალური კონსული კახაბერ აბდალაძე მივლინებით იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში.
კ. აბდალაძე დაესწრო კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას, რომელიც ჩაატარა მამა პეტრემ (ხუმარაშვილი). 
სასიხარულო და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საუკუნეზე მეტი ხნის გავლის შემდეგ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღმრთო ლიტურგია კვლავ გაიმართა კახის რაიონის სოფ. ალიბეგლოს წმინდა ნინოს ეკლესიაში და წირვა ჩაატარა მამა ტარიელმა (ფოლადაშვილი). 
სოფელ ალიბეგლოს წმ. ნინოს ტაძარი აშენდა მე-19 საუკუნეში. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში, ეკლესია გადააკეთეს საწყობად. ათიოდე წლის წინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ძალისხმევით, ადგილობრივი მოსახლეობის თანადგომითა და აზერბაიჯანის ხელისუფლების ხელშეწყობით, ტაძარი განახლდა და აღდგა ღვთისმსახურებაც.
რეგიონში ყოფნის პერიოდში, კ. აბდალაძემ გამართა შეხვედრები ადგილობრივ ქართველ მოსახლეობასთან.