გენერალურმა კონსულმა შეხვედრა გამართა განჯა-დაშქესანის კულტურის რეგიონული სამსახურის უფროსთან
2025 წლის 14 მაისს ქ. განჯაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა კახაბერ აბდალაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა განჯა-დაშქესანის კულტურის რეგიონული სამსახურის ახლად დანიშნულ უფროსთან ნაილ მამედოვთან.
კ. აბდალაძემ მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა ნ. მამედოვს და უსურვა შემდგომი წარმატებები სახელმწიფო სამსახურში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი მეგობარი ქვეყნის საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის რეგიონებს შორის კავშირ-ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს კულტურის სფეროში, რაც კიდევ უფრო დაახლოებს მეზობელ ხალხს. მხარეებმა გამოთქვეს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი.