საქართველოს გენერალური კონსული დაესწრო მანსუმ იბრაჰიმოვის საიუბილეო საღამოს
2025 წლის 3 დეკემბერს, საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში კახაბერ აბდალაძე დაესწრო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტის მანსუმ იბრაჰიმოვის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ შემოქმედებით საღამოს.
ღონისძიება გაიმართა ქ. განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების, განჯა-დაშკასანის კულტურის რეგიონული დეპარტამენტისა და განჯის ფ. ამიროვის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიის მხარდაჭერით. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობდნენ: მუღამის, ხალხური და იუბილარის მუსიკალური კომპოზიციების ცნობილი შემსრულებლები.
