გენერალური კონსული დაესწრო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ კონფერენციას
2025 წლის 7 მაისს ქ. განჯაში საქართველოს გენერალური კონსული კახაბერ აბდალაძე დაესწრო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ კონფერენციას.
ღონისძიება გაიმართა „კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის წლის“ ფარგლებში - ქ. განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოჯახის, ქალთა და ბავშვთა საკითხების სახელმწიფო კომიტეტისა და მმართველი პარტიის „იენი აზერბაიჯან“ (ახალი აზერბაიჯანი“) განჯის საქალაქო ორგანიზაციის ერთობლივი ორგანიზებით.
კონფერენციას ესწრებოდნენ: ქ. განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ნიაზი ბაირამოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოჯახის, ქალთა და ბავშვთა საკითხების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ბაჰარ მურადოვა, ქ. განჯაში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული რეჯეფ ოზთოფი, მმართველი პარტიის „იენი აზერბაიჯან“ (ახალი აზერბაიჯანი“) განჯის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ბაირამ ასლანოვი, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატები: პარვინ ქარიმზადე, მუსა გულიევი, კამალ ჯაფაროვი, საზოგადო მოღვაწე ჰასან ჰასანოვი, რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და სტუდენტი-ახალგაზრდობა.