გენერალური კონსული დაესწრო „ეროვნული გადარჩენის დღისადმი“ მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას
2025 წლის 12 ივნისს საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში კახაბერ აბდალაძე დაესწრო „ეროვნული გადარჩენის დღისადმი“ მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, სახელწოდებით - „თავისუფლებიდან გამარჯვებამდე“.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: ქ. განჯის აღმასრულებელი ხელისუფლება, მმართველი პარტიის „იენი აზერბაიჯან“ („ახალი აზერბაიჯანი“) ქ. განჯის საქალაქო ორგანიზაცია, ქ. განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი და ქ. ბაქოს სლავური უნივერსიტეტი.
ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ცხოვრებასა და მისი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს ეტაპებზე, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, როგორც თანამედროვე აზერბაიჯანის დამფუძნებლის უდიდეს დამსახურებაზე სამშობლოსა და ხალხის წინაშე, რამაც საძირკველი ჩაუყარა აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ეკონომიკურ კეთილდღეობას.
ღონისძიების დასასრულს, დაჯილდოვდნენ მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ვეტერანები და გაიმართა კონცერტი.