გენერალური კონსული დაესწრო მმართველი პარტიის „იენი აზერბაიჯან“ („ახალი აზერბაიჯანი“) დაფუძნების 33-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას
2025 წლის 20 ნოემბერს, საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში კახაბერ აბდალაძე დაესწრო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მმართველი პარტიის „იენი აზერბაიჯან“ („ახალი აზერბაიჯანი“) დაფუძნების 33-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, რომელიც გაიმართა „ჰეიდარ ალიევის“ სახელობის ცენტრში.
