გენერალური კონსული დაესწრო ქ. განჯაში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას
2025 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში კახაბერ აბდალაძე, ქ. განჯაში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის რეჯებ ოზთოფის მიწვევით, დაესწრო თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.
