Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები დაესწრნენ წირვას წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით

2025 წლის 1 ივნისს,  საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში კახაბერ აბდალაძე და გენ. საკონსულოს ადმინისტრაციული მენეჯერი მალხაზ ხულორდავა იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში და წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, დაესწრნენ კახის წმინდა გიორგის ტაძარში გამართულ წირვას, აგრეთვე შეხვდნენ ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას.
სტუმრები ასევე ეწვივნენ კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში მოქმედ წმინდა ნინოს სახელობის ტაძარს და შეხვდნენ მრევლს, მათ შორის ქ. კახის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრის წარმომადგენლებს. საუბარი შეეხო შემოქმედებითი კავშირების გაღრმავების პერსპექტივებს ორი მეგობარი ქვეყნის საქართველოსა და აზერბაიჯანის თეატრალურ კოლექტივებს შორის. 
აღნიშნულ რეგიონში ვიზიტისას, საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებს ახლდა
ქ. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე. 
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 5 ივნისს, ქ. განჯის სახელმწიფო ეროვნული დრამატული თეატრის სცენაზე შედგება სპექტაკლის „კუკარაჩას“ პრემიერა. ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოების მიხედვით დადგმული ერთობლივი სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ ვასილ ჩიგოგიძე და მასში მონაწილეობენ აზერბაიჯანელი და ქართველი მსახიობები.