გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ გიორგობის დღესასწაულზე
2025 წლის 5-7 მაისის პერიოდში, ქ. განჯაში საქართველოს გენერალური კონსული კახაბერ აბდალაძე და გენ. საკონსულოს ადმინისტრაციული მენეჯერი მალხაზ ხულორდავა მივლინებით იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში, სადაც დაესწრნენ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საღმრთო ლიტურგიას კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში (წირვა ჩაატარეს მამა პეტრემ - ხუმარაშვილი და მამა ტარიელმა - ფოლადაშვილი).
ქ. კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გადახდილი იქნა პარაკლისი.
რეგიონში ყოფნის პერიოდში, კ. აბდალაძემ გამართა შეხვედრები ქართველ მოსახლეობასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.