Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქ. განჯაში იმყოფებიან ქ. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის წარმომადგენლები

ქ. განჯაში იმყოფებიან ქ. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე და სცენოგრაფი ლომგულ მურუსიძე.
ქ. განჯის სახელმწიფო ეროვნულ დრამატულ თეატრში დაიწყო მზადება ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოების „კუკარაჩას“ დადგმისთვის, რომლის რეჟისორი გახლავთ ვასილ ჩიგოგიძე. 
2025 წლის 5 მაისს ქ. ოზურგეთის თეატრის წარმომადგენლები ეწვივნენ საქართველოს გენერალურ საკონსულო ქ. განჯაში.
გენერალურმა კონსულმა კახაბერ აბდალაძემ კმაყოფილებით აღნიშნა ორი მეგობარი ქვეყნის ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ კულტურის სფეროში და წარმატებები უსურვა შემოქმედებით ჯგუფს. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს საქართველოსა და აზერბაიჯანის თეატრალურ საზოგადოებებს შორის. ვასილ ჩიგოგიძემ აღნიშნა, რომ ერთობლივი სპექტაკლი ხორციელდება ქ. ოზურგეთისა და ქ. განჯის თეატრების საერთაშორისო კოპროდუქციის ფარგლებში, პრემიერა შედგება ქ. განჯაში, ხოლო შემდგომ -  წარმოდგენილი იქნება საქართველოში, ქ. ოზურგეთში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მეხუთე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. შეხვედრაზე ითქვა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარი მიზანია კულტურათა შორის დიალოგის გაღრმავება და ერთობლივი შემოქმედებითი სივრცის შექმნა.