Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

გენერალურმა კონსულმა გაცნობითი შეხვედრა გამართა აკადემიკოს ფუად ალიევთან

2025 წლის 18 მარტს ქ. განჯაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა კახაბერ აბდალაძემ გამართა გაცნობითი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ქ. განჯის რეგიონული განყოფილების თავმჯდომარესთან აკადემიკოს ფუად ალიევთან.
ფუად ალიევმა მიულოცა კახაბერ აბდალაძეს გენერალური კონსულის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი მეგობარი ქვეყნის - საქართველოსა და აზერბაიჯანის სამეცნიერო წრეებს შორის კავშირ-ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს და მთლიანობაში,  ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებს. მხარეებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს სათანადო სამუშაოების დაგეგმვის თაობაზე ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.  
კ. აბდალაძემ დამდეგი „ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაული მიულოცა აზერბაიჯანულ მხარეს და გადასცა სამახსოვრო საჩუქრები.