გენერალური კონსული დაესწრო ქ. განჯაში ორგანიზებულ ღონისძიებას
2025 წლის 18 მარტს, ქ. განჯაში საქართველოს გენერალური კონსული კახაბერ აბდალაძე, დაესწრო ქ. განჯის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ქ. განჯაში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ ერთობლივ ღონისძიებას.
ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს პირველ მსოფლიო ომში, 1915 წლის 18 მარტს, დარდანელის სრუტესთან, თურქეთის სამხედრო შენაერთების გამარჯვების შესახებ და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.