გენერალური კონსული დაესწრო „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებას
2025 წლის 31 მაისს საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში კახაბერ აბდალაძე დაესწრო „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი“ მიძღვნილ შემეცნებით-საგანმანათლებლო გამოფენას.
ფართომასშტაბიანი ღონისძიება, რომელიც გაიმართა ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკ-კომპლექსში, ორგანიზებული იყო განჯა-დაშქესანის განათლების რეგიონული სამსახურის მიერ, ქ. განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების მხარდაჭერით.