გენერალური კონსული დაესწრო ქ. განჯის სახელმწიფო ფილარმონიაში გამართულ კონცერტს
2025 წლის 8 აპრილს, ქ. განჯაში საქართველოს გენერალური კონსული კახაბერ აბდალაძე დაესწრო აზერბაიჯანისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებს შორის კულტურათა დიალოგის ფარგლებში გამართულ კონცერტს, რომლის ორგანიზატორები იყვნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ტაჯიკეთის რესპუბლიკის საელჩო.
ქ. განჯის სახელმწიფო ფილარმონიის სცენაზე წარსდგნენ ტაჯიკეთის პრეზიდენტის აღმასრულებელ აპარატთან არსებული სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის საესტრადო ანსამბლის მომღერლები.