ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ნინოობა კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში

საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია, 27 იანვარს მოციქულთა სწორი ქალწულის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს „ნინოობას“ აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მ. წ. 27 იანვარს, კახის რაიონს ესტუმრა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი, რომელმაც კახის წმ. გიორგის და ალიბეგლოს წმ. ნინოს სახელობის ტაძრების წინამძღვარ პეტრესთან ერთად, წირვა აღასრულა ალიბეგლოს წმ. ნინოს სახელობის ტაძარში. ქართულმა დიასპორამ და სოფელ ალიბეგლოს წმ. ნინოს ეკლესიის მრევლმა პატივი მიაგო წმინდა ნინოს, საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებლისა და გამავრცელებლის, მოციქულთასწორის და მართმადიდებლური ეკლესიის წმინდანის ხსოვნას. დიდმოწამის  სახელზე ჩატარდა პარაკლისი და გაიმართა ნათლობა, რომლის დროსაც მოინათლა 4 ბავშვი. საეკლესიო დღესასწაულში, მონაწილეობა მიიღო აგრეთვე, ქ.განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამშრომლებმა, გენერალური კონსულის მამუკა ბალავაძის ხელმძღვანელობით. ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ, კახის რაიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში, შედგა გენერალური საკონსულოს  თანამშრომლების შეხვედრა დიასპორის წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა ადგილობრივი მოსახლეობისათვის  აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი  და მათი გადაჭრის გზები.    

 
 


   გენერალური კონსული

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ