ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გიორგობა კახის რაიონში

მ.წ. 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოდან კახის რაიონში ჩამობრძანდა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი, რომელმაც კახის რაიონის მოძღვარ დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან ერთად, წირვა აღასრულა კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, შემდგომ კი  დიდმოწამის პარაკლისი გადაიხადა  ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის  ტაძარში. დღის ბოლოს, გაიმართა ნათლობა, რომლის დროსაც მოინათლა 21 ბავშვი.  

საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას ღებულობდა ქ.განჯაში საქართველოს გენერალური კონსული მამუკა ბალავაძე, რომელმაც შეხვედრები გამართა  კახის რაიონში მცხოვრებ ისტორიული ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.  განხილულ იქნა მოსახლეობის საყოფაცხოვრებო, განათლების,   ჯანდაცვისა  და სხვა საკითხები.

რაიონში ვიზიტის ფარგლებში, მ.ბალავაძე ასევე შეხვდა კახის რაიონის  აღმასრულებელი ხელისუფლების უფროსს მუსა შეკელიევს და პოლიციის უფროსს ელნურ მეჰტიევს, რა დროსაც, განხილულ იქნა რაიონის ქართული მოსახლეობის წინაშე მდგარი სხვადასხვა საკითხი და მათი გადაჭრის გზები. 

 

 
 


   გენერალური კონსული

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ