ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
„ილია ჭავჭავაძე 180 - უკვდავების ფენომენი“- ღონისძიებები კახის რაიონში

2017 წლის 13 ნოემბერს, კახის რაიონის სოფ. ალიბეგლოში, ჩატარდა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180-ე და გარდაცვალებიდან მე-100 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები.  პროექტი - „ილია ჭავჭავაძე 180 - უკვდავების ფენომენი“  განახორციელა „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდმა“(ფონდის თავმჯდომარე - გიორგი იარაჯული; პროექტის ხელმძღვანელი - გიორგი სავანელი).  ქართულ დელეგაციაში შედიოდნენ ფონდის წევრები, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობები, მწერლები (სულ 20 ადამიანი). ღონისძიებებში მონაწილეობას იღებდა ქ. განჯაში საქართველოს გენერალური კონსული მამუკა ბალავაძე.

პროექტის  ფარგლებში, გაიმართა ადგილობრივი მოსახლეობის შეხვედრა ქართველ მწერლებთან თინათინ მღვდლიაშვილთან და ივანე ამირხანაშვილთან, რა დროსაც მიმოხილულ იქნა ილია ჭავჭავაძის შემოქმედება.  გაიმართა გიორგი სავანელის წიგნის   „გზა ილიასი-საუკუნის მკვლელობა“ პრეზენტაცია.   ქართული სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს  ილია ჭავჭავაძის პოემა „აჩრდილის“  ხელნაწერი ნიმუშის შექმნაში. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა გაეცნო ილია ჭავჭავაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილ გამოფენას „ილია ჭავჭავაძე სახვით ხელოვნებაში“. სოფ.ალიბეგლოს ქართულ თეატრში გაიმართა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“ (დამდგმელი რეჟისორი გიორგი სავანელი) სადაც,  ასახულია  ილია ჭავჭავაძის სამოქალაქო მოღვაწეობა და ცხოვრების ბოლო წლები.

მთლიანობაში, პროექტი წარმატებით განხორციელდა და ადგილობრივი ქართული მოსახლეობისა და რაიონის ხელმძღვანელობის წარმომადგენლების  დიდი მოწონება დაიმსახურა. მოსახლეობასთან შეხვედრისას, ფონდის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებს, პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისა და თანადგომისათვის.

ვიზიტის დასასრულს,  დელეგაციის წევრებმა მოინახულეს კახის რაიონის ისტორიული ადგილები,  ქართული მართლმადიდებლური ტაძრები და 14 ნოემბერს დაბრუნდნენ თბილისში.

 
 


   გენერალური კონსული

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ