ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს

06.09.2017 ქ. ბაქო - საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეი საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ    შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის საგარეო საეთა მინისტრთან ელმარ მამედიაროვთან.  ვიცე-პრემიერი ქ.ბაქოს აზერბაიჯანი-საქართველო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის ფორმატის ფარგლებში სტუმრობს. შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სამმხრივი ფორმატის ფარგლებში აქტიურ თანამშრომლობას, რომელიც ყოველწლიურად ახალ მასშტაბებსა და განზომილებებს იძენს. 

მინისტრებმა ასევე დადებითად შეფასეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობა სხვადასხვა სფეროში, გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ  უფრო განვითარებას.  
 
აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმატებული თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ასევე სამმხრივ ფორმატებშისაერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების კუთხით. მინისტრებმა  გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც მჭიდროდ ითანამშრომლონ ორივე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტური გამოყენებისთვისკიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს  უკვე მიმდინარე პროექტების აქტუალობას და იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში წარმატებით ამოქმედდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი
 
მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობის საკითხები. მათ შორის განიხილეს სუამის ფარგლებში ახლო მომავალში დაგეგმილი ღონისძიებები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა  საქართველოსთვის კრიტიკულ მომენტში -  ბორჯომსა და აბასთუმანში ტყის მასივში გაჩენილი ხანძრების დროს აზერბაიჯანის მხრიდან გაწეული დახმარებისთვის.  

 
 


   გენერალური კონსული

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ