ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და საქართველოს ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა.

2017 წლის 5 სექტემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბ-ნმა ილჰამ ალიევმა პრეზიდენტის სასახლეში მიიღო  აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე-პრემიერისაგარეო საქმეთა მინისტრი ბ-ნი მიხეილ ჯანელიძე.

შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა, ხაზი გაუსვეს ორივე ქვეყნის დაინტერესებას ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების და განმტკიცების მიმართულებით.

ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს პირადად მისი მითითებით ბორჯომისა და აბასთუმნის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში  აზერბაიჯანის მხრიდან გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის.

მხარეებმა აღნიშნეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა და მიესალმნენ აღნიშნულ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრების 6- შეხვედრის ორგანიზებას ბაქოში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობას სტრატეგიული სატრანსპორტო და ენერგეტიკული სატრანზიტო დერეფნის განვითარების საქმეში. მხარეები მიესალმნენ ამ მიმართულებით არსებული ერთობლივი პროექტების ეფექტურ განხორციელებას, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის დამამთავრებელ ფაზაში გადასვლას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, აღინიშნა ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ სავაჭრო ურთიერთობების და ქვეყნებს შორის საქონელბრუნვის ზრდას, ამ მიმართულებით მხარეებმა განიხილეს  სავაჭრო სახლების დაფუძნების შესაძლებლობა.

მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სუამის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს, თბილისმა, როგორც სუამის მოქმედმა თავმჯდომარე ქვეყანამ გამოთქვა ინიციატივა სათანადოდ აღინიშნოს ორგანიზაციის დაარსების ათი წლისთავი.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი დიალოგის მაღალ დონეს და აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია.

 
 


   გენერალური კონსული

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ