ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.

2017 წლის  25 მაისს, გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, ქ. განჯაში ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.

მიღებას დაესწრნენ ქ. განჯის მერი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მილი მეჯლისის დეპუტატები, დაფარვის ოლქის რიგი რაიონების აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები, ქ. განჯაში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული და საკონსულოს თანამშრომლები, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - თეიმურაზ შარაშენიძე, საზოგადოების სხვადასხვა ფენის, ასევე, ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები, საქართველოს მოქალაქე სტუდენტები ქ. განჯის უმაღლესი სასწავლებლებიდან და რეგიონში სამუშაოდ დასაქამებული დიასპორის სხვა წევრები.

გენერალურმა კონსულმა - მამუკა ბალავაძემ თავის სიტყვაში მიმოიხილა  დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები. ასევე, საქართველო-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან დღემდე - 25 წლის განმავლობაში არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. საპასუხო სიტყვით გამოსვლისას,  ქ. განჯის მერმა - ელმარ ვალიევმა საქართველოს და ქართველ ხალხს მიულოცა ეროვნული დღესასწაული და ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების უდიდესი მნიშვნელობა.

მიღებამ ჩაიარა მეგობრულ, თბილ ვითარებაში, ქართული სიმღერების ფონზე. სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საქართველოს კულტურის, ისტორიისა და ტურისტული პოტენციალის ამსახველი კადრების ჩვენება. მიღებაზე ფართოდ იყო წარმოდგენილი ქართული ალკოჰოლური და მინერალური სასმელები.

 

საზეიმო მიღება ფართოდ იქნა გაშუქებული ადგილობრივი სატელევიზიო, ბეჭდური და ელექტრონული მედია-საშუალებების მიერ.

http://vesti.az/news/332404

 

https://www.yenigence.com/?p=54681

            

http://www.ganjanews.az/2017/05/26/siyas%C9%99t/g%C3%BCrc%C3%BCstan%C4%B1n-g%C9%99nc%C9%99d%C9%99ki-ba%C5%9F-konsullu%C4%9Fu-%C3%B6lk%C9%99sinin-'m%C3%BCst%C9%99qillik-g%C3%BCn%C3%BC'n%C3%BC-qeyd-edib.html

 

http://qafqazinfo.az/news/detail/gurcustanin-gencedeki-bas-konsullugu-musteqillik-gununu-qeyd-edib-186623

 

https://report.az/xarici-siyaset/gencede-gurcustanin-musteqillik-gunu-qeyd-edilib/

 

http://azertag.az/xeber/1064823

 

http://www.azadliq.az/xeber/159616/gencede-gurcustanin-musteqillik-gunu-qeyd-edilib-foto/

 

http://az.azvision.az/news/118299/gurcustanin-musteqillik-gunu-gencede-qeyd-olunub.html

 

http://azeritimes.az/az/gencede-gurcustanin-musteqillik-gunu-qeyd-edilib-foto/

 

http://interaztv.com/videos/xeberler/244937

 

http://xia.az/gencetarixi/11558-gncd-grcstann-mstqilliyinin-25-illiyi-qeyd-edilib-vdeo.html

 

http://apa.az/xarici_siyaset/gencede-gurcustanin-musteqillik-gunu-qeyd-edilib-7025.html

 

http://olke.az/news/detail/gurcustanin-gencedeki-bas-konsullugu-olkesinin-musteqillik-gununu-qeyd-edib-foto-91177

 

http://kepeztv.az/news/id/21086

 

 

 
 


   გენერალური კონსული

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ