ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

2017 წლის 13 თებერვალს, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბ-ნი მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან - ბ-ნ ილჰამ ალიევთან, პრემიერ-მინისტრთან - ბ-ნ არტურ რასი-ზადესთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან - ბ-ნ ოქთაი ასადოვთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან - ბ-ნ ელმარ მამედიაროვთან.

შეხვედრებზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები, რაც წარმოადგენს კარგ საფუძველს თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისათვის.

განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონალური თანმშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა მხარეების მზაობას, გაღრმავდეს და სრულად იქნას ათვისებული თანამშრომლობის ის მაღალი პოტენციალი, რაც არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, ხალხთაშორისი ურთიერთობები.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველო-აზერბაიჯანის მონაწილეობით მიმდინარე სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობა. მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტისა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ეფექტური რეალიზაციის მიმართულებით.

შეხვედრებისას განხილულ იქნა ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ხაზზე სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის უკეთ  წარმოჩენას და პოპულარიზაციას.

საუბარი შეეხო ერთობლივი პროექტების მიმდინარეობას, მათ შორის - ისტორიული წითელი ხიდის აღდგენის პროცესს. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის წარმატებული საქმიანობა კულტურის სფეროში, რომლის შედეგადაც, მხარეების მიერ შემუშავდა 2017 წლის ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რაც გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას.

 
 


   გენერალური კონსული

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ