ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქ. ქუთაისის დელეგაციის ვიზიტი ქ. განჯაში

2016 წლის 19-20 დეკემბერს, გაიმართა ქ. განჯის ღვინის მე-4 საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც შედგა ქ. ქუთაისის მერის - შოთა მურღულიას ოფიციალური ვიზიტი ქ. განჯაში. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: კონსტანტინე ქავთარაძე - ქ. ქუთაისის მერის მოადგილე, ბექა ყანჩელი - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით მეგრელიშვილი - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი, გიორგი დათუაშვილი - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების მთავარი სპეციალისტი და შალვა კირთაძე - ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.

ქ. განჯაში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უზრუნველყო ქართული დელეგაციის ვიზიტის ორგანიზაციულ-პროტოკოლური მხარე.

ვიზიტმა ჩაიარა საქმიან და მეგობრულ გარემოში. შედგა დელეგაციის შეხვედრა ქ. განჯის მერთან - ელმარ ვალიევთან, რომელსაც, ასევე, ესწრებოდა ქ. განჯაში საქართველოს გენერალური კონსული - მამუკა ბალავაძე. შეხვედრისას აღინიშნა საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობა, ასევე - უმაღლეს და მაღალ დონეებზე ხშირი შეხვედრები და ნაყოფიერი თანამშრომლობა. ამ ფონზე, ორივე მხარე მიესალმება რეგიონალურ დონეზე თანამშრომლობის გააქტიურებას. შეხვედრაზე გადაწყდა სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებიც განიხილავენ ორმხრივი დაინტერესების კულტურულ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და განათლების საკითხებს და დაგეგმავენ სხვადასხვა გაცვლით ღონისძიებებს. დაისახა ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქ. განჯის სახელმწიფო და აგრარულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

დელეგაციის წევრებმა მოინახულეს აზერბაიჯანის სერვისებისა და შეფასების სააგენტოს განჯის ფილიალი, ასევე, დაათვალიერეს ქ. განჯის ღირსშესანიშნაობები: ნიზამი განჯელის მუზეუმი და მავზოლეუმი, ქ. განჯის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ჰ. ალიევის ცენტრი.

ოფიციალური პროგრამის დასასრულს, ორივე მხარემ გამოთქვა კმაყოფილება წარმატებული ვიზიტის გამო.

ღვინის ფესტივალზე ფრანგულ, მოლდოვურ, ბულგარულ, უკრაინულ და აზერბაიჯანულ კომპანიებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ღვინის სამი კომპანია დასავლეთ საქართველოდან: „რიონის ველის ვენახები,“ „მეღვინეობა საზანო“ და „თერჯოლის ღვინო.“ აღნიშნული კომპანიების მიერ დამზადებულმა სასმელებმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა როგორც ორგანიზატორებისა და სპეციალისტების, ასევე - ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. კომპანიებს გადაეცათ სპეციალური სერთიფიკატები.

ღვინის ფესტივალის ფარგლებში, 20 ნოემბერს, ქართულმა დელეგაციამ ასევე მონაწილეობა მიიღო „განჯა - ევროპის 2016 წლის ახალგაზრდული დედაქალაქი“-ს დახურვის ოფიციალურ ცერემონიალში. ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე - ქ. ბაქოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები. დახურვის ცერემონიალზე ქ. ვარნის (ბულგარეთი) მერს გადაეცა სიმბოლური გასაღები, როგორც ევროპის 2017 წლის ახალგაზრდული დედაქალაქის წარმომადგენელს.

ქართული დელეგაციის ვიზიტი გაშუქებულ იქნა ადგილობრივი და ცენტრალური მედია-საშუალებების მიერ.

 

http://www.ganjanews.az/2016/12/21/siyas%C9%99t/elmar-v%C9%99liyev-g%C3%BCrc%C3%BCstan%C4%B1n-kutaisi-%C5%9F%C9%99h%C9%99rinin-meri-%C5%9Fota-murquliani-il%C9%99-g%C3%B6r%C3%BC%C5%9F%C3%BCb.html

http://www.ganjanews.az/2016/12/21/c%C9%99miyy%C9%99t/%E2%80%9Cg%C9%99nc%C9%99-avropa--g%C9%99ncl%C9%99r-paytaxt%C4%B1-2016%E2%80%9D-layih%C9%99sinin-ba%C4%9Flan%C4%B1%C5%9F-m%C9%99rasimi-ke%C3%A7irilib.html

http://www.ganjanews.az/2016/12/20/iqtisadiyyat/g%C9%99nc%C9%99d%C9%99-iv-beyn%C9%99lxalq-%C5%9F%C9%99rab-festival%C4%B1n%C4%B1n-r%C9%99smi-a%C3%A7%C4%B1l%C4%B1%C5%9F-m%C9%99rasimi-ba%C5%9F-tutub.html

http://www.ganjanews.az/2016/12/18/iqtisadiyyat/g%C9%99nc%C9%99d%C9%99-'iv-beyn%C9%99lxalq-%C5%9F%C9%99rab-festival%C4%B1'-%C3%B6z-i%C5%9Fin%C9%99-ba%C5%9Flad%C4%B1.-fotolar.html

https://www.facebook.com/ganjanews.az/videos/1309682419103133/

https://www.facebook.com/ganjanews.az/videos/1309763645761677/

https://www.facebook.com/ganjanews.az/videos/1309787982425910/

https://www.facebook.com/ganjanews.az/videos/1309731255764916/

http://www.yenigence.com/2016/12/20/elmar-v%C9%99liyev-gurcustanin-kutaisi-s%C9%99h%C9%99rinin-meri-il%C9%99-gorusub/

http://www.avropa.info/az/post/135265.html

https://report.az/xarici-siyaset/varna-ve-kutaisi-seherlerinin-merleri-gence-seherinde-olublar/

http://news.lent.az/news/263063

 
 


   გენერალური კონსული

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ