ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გიორგობა კახის რაიონში

2016 წლის 23 ნოემბერს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, გენერალური კონსული მამუკა ბალავაძე იმყოფებოდა კახის რაიონში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო გიორგობის დღესასწაულში. დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოდან ჩამობრძანდნენ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მეუფე დიმიტრი (კაპანაძე), ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დელეგაცია გამგებლის - ნიკოლოზ ჯანიაშვილის ხელმძღვანელობით.

კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღევლინა საზეიმო წირვა, ხოლო ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გადახდილ იქნა პარაკლისი.

სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულების შემდეგ, გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასთან და განხილულ იქნა რიგი საკითხებისა.

საზეიმო ღონისძიებას, ასევე, დაესწრო კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი მუსა შექელიევი.

 

 
 


   გენერალური კონსული

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ