ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის - ბ-ნი იური ნოზაძის ვიზიტი ქ. განჯაში

2016 წლის 3-4 ოქტომბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქ. განჯის მერიისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქ. განჯაში გაიმართა მერვე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს ოცი ქვეყნის წარმომადგენლებმა. კონფერენციას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები, ქ. განჯის მერიის ხელმძღვანელობა, ქ. განჯაში საქართველოსა და თურქეთის გენერალური კონსულები. კონფერენციაზე საქართველოს წარმოადგენდა დელეგაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის - ბ-ნი იური ნოზაძის ხელმძღვანელობით. დელეგაციაში შედიოდნენ  აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ბ-ნი სულიკო ბერიძე, ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აგრარული სექტორის წარმომადგენლები ქ. გორიდან.

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართა იური ნოზაძემ, დელეგაციის დანარჩენი წევრები აუდიტორიის წინაშე წარდგნენ მოხსენებებით აგრარული სექტორის სხვადასხვა მიმართულებების შესახებ. კონფერენციის ფარგლებში, შედგა იური ნოზაძის შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან - ბ-ნ სეიფადდინ ტალიბოვთან და აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორთან - ბ-ნ იბრაჰიმ ჯაფაროვთან.

ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ მოინახულა ქ. განჯის ავტოქარხანა. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ავტოქარხნის ტერიტორია და გაეცნენ საწარმოო პროცესს. ავტოქარხნის ხელმძღვანელობასთან მოხდა აზრთა გაცვლა და გამოცდილების გაზიარება აზერბაიჯანსა და საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის აწყობა-გამოშვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

Ganja/nozadze2.jpg

Ganja/^D7A8496FF6B4CE73223EBC087098E505333BA381435F2BF4A9^pimgpsh_fullsize_distr.jpg

Ganja/nozadze_3.jpg

Ganja/nazadze_4.jpg

Ganja/nozadze_51.jpg

Ganja/nozadze_61.jpg

 
 


   გენერალური კონსული

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ