ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის - ბ-ნი გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

2016 წლის 31 აგვისტოს, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის - ბ-ნი გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან - ბ-ნ ილჰამ ალიევთან და პრემიერ მინისტრთან - ბ-ნ არტურ რასი-ზადესთან როგორც პირისპირ, ისე - გაფართოებულ ფორმატში. გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი - ბ-ნი კახა კალაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ბ-ნი გიგი გიგიაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში - ბ-ნი თეიმურაზ შარაშენიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი - ბ-ნი ნატიკ ალიევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ბ-ნი ხალაფ ხალაფოვი.

შეხვედრებმა თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა, რა დროსაც განხილულ იქნა ორი ქვეყნის ურთიერთობათა ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა „აბრეშუმის გზის“ პროექტის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და აღინიშნა ამ მიმართულებით ორი ქვეყნის უნისონში მოქმედების აუცილებლობა. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში, განხილულ იქნა სამხრეთკავკასიური გაზსადენისა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტები. მხარეებმა გამოთქვეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი. წარმატებულად შეფასდა თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. დაისახა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები.

ვიზიტის დასასრულს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს „ზაგულბას“ სასახლეში ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილმა გვირგვინებით შეამკო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ლიდერის - ჰეიდარ ალიევის საფლავი და „შეჰიდების ხეივნის“ კომპლექსი.

 
 


   გენერალური კონსული

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ