ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის - ბ-ნი ზაალ სარაჯიშვილის ვიზიტი კახის რაიონში

2016 წლის 31 აგვისტოს, შედგა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის - ბ-ნი ზაალ სარაჯიშვილის ვიზიტი კახის  რაიონში.

ვიზიტის ფარგლებში, ბ-ნი ზაალ სარაჯიშვილი, ქ. განჯაში საქართველოს გენერალური კონსული - ბ-ნი მამუკა ბალავაძე და კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებელი პირები დაესწრნენ დავით ყიფიანის სახელობის ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირის ფინალურ მატჩს. მატჩის დაწყებამდე გაიმართა ბ-ნი ზ. სარაჯიშვილის შეხვედრა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის მოადგილესთან - ბ-ნ ტაირ ისმაილოვთან. ასევე, შედგა შეხვედრა რაიონის ქართულ მოსახლეობასთან, სადაც განხილულ იქნა მოსახლეობის წინაშე მდგარი სხვადასხვა საკითხი.

ფინალურმა მატჩმა, რომელშიც სოფ. კახისთავის გუნდმა, ანგარიშით 2-0 დაამარცხა სოფ. ქოთოქლუს გუნდი, დიდი ინტერესი გამოიწვია. მატჩის დასრულების შემდეგ, გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, სადაც ბ-ნმა ზ. სარაჯიშვილმა გამარჯვებულ გუნდს გადასცა საქართველოდან ჩამოტანილი, დავით ყიფიანის სახელობის თასი, ასევე, ტურნირის მონაწილე რვავე გუნდს - სპორტული ფორმები და ბურთები. ადგილობრივმა ქართულმა მოსახლეობამ მადლიერებით აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების მუდმივი ყურადღება და თანადგომა ტურნირის მიმართ.

 
 


   გენერალური კონსული

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ