ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თამჯდომარის - შეიხ ალაჰშუქურ ფაშაზადესა და აზერბაიჯანის რელიგიურ სტრუქტურებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის - მუბარიზ გურბანლის სტუმრობა კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში

2016 წლის 22 ივლისს, კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ეკლესიის ახლადდანიშნული მოძღვარი - პეტრე ხუმარაშვილი შეხვდა კახის რაიონში ვიზიტით მყოფ, ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თამჯდომარეს - შეიხ ალაჰშუქურ ფაშაზადეს, აზერბაიჯანის რელიგიურ სტრუქტურებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს - მუბარიზ გურბანლის და მათ თანხმლებ დელეგაციას. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ქ. განჯაში საქართველოს გენერალური კონსული - მამუკა ბალავაძე და კახის რაიონის გამგებელი - მუსა შექელიევი.

სტუმრებმა დაათვალიერეს ეკლესიის შენობა და ეზო. ალაჰშუქურ ფაშაზადემ და მუბარიზ გურბანლიმ მამა პეტრეს მიულოცეს ეკლესიის წინამძღვრად დანიშვნა და უსურვეს წარმატებული მოღვაწეობა. შეხვედრისას ხაზი გაესვა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების ძმობას, კეთილმეზობლობას, ასევე, ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. შეიხმა ხაზგასმით აღნიშნა მისი უდიდესი პატივისცემა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის - ილია მეორის მიმართ. აზერბაიჯანულმა მხარემ სრული მხარდაჭერა აღუთქვა ახლადდანიშნულ მოძღვარს, რათა სრულფასოვნად განხორციელდეს მღვდელმსახურება რაიონის ქართველი მართლმადიდებელი მოსახლეობისათვის.

თავის მხრივ, მამა პეტრემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ვიზიტისა და კეთილი სურვილებისათვის, ასევე - იმ ყურადღებისათვის, რომელსაც იჩენს აზერბაიჯანის უმაღლესი საერო და სასულიერო ხელისუფლება ქვეყანაში არსებული რელიგიური კონფესიების, მათ შორის - ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ.

შეხვედრა ატარებდა გაცნობით ხასიათს და ჩაიარა მეგობრულ, თბილ ვითარებაში.

 
 


   გენერალური კონსული

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ