ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქ. განჯის დელეგაციის ვიზიტი ქ. ქუთაისში


ქ. განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით, 2016 წლის 30 ივნისი-1 ივლისს, გაიმართა ქ. განჯის მერის - ელმარ ვალიევის ოფიციალური ვიზიტი ქ. ქუთაისში. აზერბაიჯანულ დელეგაციაში შედიოდნენ: ნაგიფ ჰამზაევი - აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი ქ. განჯიდან, აზერბაიჯანი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრი, აკადემიკოსი ფუად ალიევი - აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის განჯის ფილიალის დირექტორი და აკადემიკოსი იბრაჰიმ ჯაფაროვი - აზერბაიჯანის აგრარული უნივერსიტეტის რექტორი. ქ. განჯაში საქართველოს გენერალურ საკონსულოს წარმოადგენდა გენერალური კონსული - მამუკა ბალავაძე, აზერბაიჯანული მხრიდან კი ვიზიტში, ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - აზერ ჰუსეინი და ქ. ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური კონსული - რაშად ისმაილოვი.


ვიზიტმა ჩაიარა საქმიან და მეგობრულ გარემოში. გაიმართა შეხვედრები ქ. ქუთაისის მერთან - შოთა მურღულიასთან და იმერეთის გუბერნატორთან - გივი ჭიჭინაძესთან. ქ. ქუთაისსა და ქ. განჯას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმი, რომელიც მოიცავს ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და სხვა მიმართულებებს. ორ ქალაქს შორის ურთიერთობის განახლების პირველ ეტაპზე, მიღწეულ იქნა შეთანხმება კულტურის, საუნივერსიტეტო, ტურიზმისა და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. მერიის შენობაში გაიმართა პრეზენტაცია ქ. ქუთაისის ეკონომიკური განვითარების პოტენციალის შესახებ. აზერბაიჯანელმა სტუმრებმა მოინახულეს ქ. ქუთაისის იუსტიციის სახლი, საქართველოს პარლამენტის შენობა, ასევე, დაათვალიერეს ქ. ქუთაისის ისტორიული ცენტრი, ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი.


ოფიციალური პროგრამის დასასრულს, ორივე მხარემ გამოთქვა კმაყოფილება წარმატებული ვიზიტის გამო და შეთანხმდნენ ახლო მომავალში ქ. განჯაში ქ. ქუთაისის დელეგაციის საპასუხო ვიზიტის განხორციელების შესახებ.


ვიზიტი გაშუქებულ იქნა ქართული და აზერბაიჯანული მედია-საშუალებების მიერ.

https://www.youtube.com/watch?v=Ox9OiXipwQs

http://www.kepeztv.az/news/id/14556

http://kutaisi.gov.ge/?news_id=1728&lang=ge

http://imereti.gov.ge/geo/news/show/7/526

http://www.kutaisipost.ge/akhali-ambebi/article/3972-quthaisis-meriam-ganjis-delegacias-umaspindzla

http://vesti.az/news/298071#ad-image-0

http://www.ganjanews.az/2016/07/04/siyas%C9%99t/g%C9%99nc%C9%99-il%C9%99-kutaisi-aras%C4%B1ndak%C4%B1-%C9%99m%C9%99kda%C5%9Fl%C4%B1%C4%9Fa-yeni-n%C9%99f%C9%99s-verilib.html

http://www.yenigence.com/2016/07/04/g%C9%99nc%C9%99-il%C9%99-kutaisi-arasindaki-%C9%99m%C9%99kdasliga-yeni-n%C9%99f%C9%99s-verilib/

 

 

 
 


   გენერალური კონსული

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ