ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო მიღება

2016 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავად, ქ. განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, საზეიმო მიღება გაიმართა.

მიღებას დაესწრნენ ქ. განჯის მერი, დაფარვის ოლქის რიგი რაიონების აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები, მილი მეჯლისის დეპუტატები, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები, ქ. განჯაში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს თანამშრომლები, დიასპორისა და რეგიონის ქართული მოსახლეობის წარმომადგენლები.

გენერალურმა კონსულმა - მამუკა ბალავაძემ თავის სიტყვაში მიმოიხილა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. საპასუხო სიტყვაში ქ. განჯის მერმა - ელმარ ვალიევმა საქართველოს და ქართველ ხალხს მიულოცა დამოუკიდებლობის აღდგენის საიუბილეო თარიღი და აღნიშნა საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობების უდიდესი მნიშვნელობა.

მიღებამ ჩაიარა მეგობრულ, თბილ ვითარებაში, ქართული სიმღერების ფონზე.  სპეციალურად დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საქართველოს კულტურის, ისტორიისა და ტურისტული პოტენციალის ამსახველი კადრების ჩვენება. მიღებაზე ფართოდ იყო წარმოდგენილი ქართული ალკოჰოლური და მინერალური სასმელები.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება ფართოდ იქნა გაშუქებული ადგილობრივი სატელევიზიო, ბეჭდური და ელექტრონული მედია-საშუალებების მიერ.

 

http://www.qafqazinfo.az/sosial-3/gurcustanin-gencedeki-bas-konsullugunda-bayram-tedbiri-149190

 

http://moderator.az/news/138510.html

 

http://www.yenigence.com/2016/05/27/gurcustanin-g%C9%99nc%C9%99d%C9%99ki-bas-konsullugu-olk%C9%99sinin-must%C9%99qillik-gununu-qeyd-edib/

 

http://kepeztv.az/news/id/13472

 

http://www.ganjanews.az/2016/05/27/c%C9%99miyy%C9%99t/g%C3%BCrc%C3%BCstan%C4%B1n-g%C9%99nc%C9%99d%C9%99ki-ba%C5%9F-konsullu%C4%9Fu-%C3%B6lk%C9%99sinin-'m%C3%BCst%C9%99qillik-g%C3%BCn%C3%BC'n%C3%BC-qeyd-edib.html

 

http://lidertv.com/az/newsvideo/237423.html

 

http://azertag.az/xeber/Gencede_Gurcustanin_Musteqillik_Gunu_qeyd_edilib-955630

 

http://azerbaijan.shafaqna.com/AZ/AZ/193493

 

https://www.youtube.com/watch?v=jKM2LwvDgLA&feature=youtu.be

 

https://www.youtube.com/watch?v=gW4ZJE2tqB8&feature=youtu.be

 

 

 

 
 


   გენერალური კონსული

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ