ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს პრეზიდენტის - ბ-ნი გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი ქ. ბაქოში

2016 წლის 10 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი - ბ-ნი გიორგი მარგველაშვილი ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკას, ბაქოს მე-4 გლობალურ ფორუმში - „მრავალპოლარული მსოფლიოსაკენ“ მონაწილეობის მიღების მიზნით.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა 70-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერებს. მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობებზე, რეგიონში მოქმედ პროექტებზე, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობასა და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის აუცილებლობაზე.

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან - ბ-ნ ილჰამ ალიევთან. მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებზე ისაუბრეს, ასევე, განიხილეს ენერგიის დივერსიფიცირებასა და ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ორმხრივი პროექტები.

 
 


   გენერალური კონსული

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ