საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს გენერალური კონსულის მამუკა ბალავაძის შეხვედრა გედაბეის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ იბრაგიმ მუსტაფაევთან

.. 4 დეკემბერს, საქართველოს გენერალური კონსული .განჯაში -ნი მამუკა ბალავაძე შეხვდა გედაბეის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ახალ ხელმძღვანელს - იბრაგიმ მუსტაფაევს

გენერალურმა კონსულმა მიულოცა რაიონის ხელმძღვანელს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული კეთილმეზობლური/სტრატეგიული ურთიერთობები, განხილულ იქნა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები. ი.მუსტაფაევს მიეწოდა ინფორმაცია  საქართველოს გენერალური საკონსულოს საქმიანობის შესახებ. 

შეხვედრის შემდეგ, მ.ბალავაძემ რაიონის ხელმძღვანელთან  ერთად მოინახულა ჰეიდარ ალიევის ცენტრი, ასევე,  გაეცნო რაიონის ეკონომიკურ, კულტურულ და სასოფლო სამეურნეო ობიექტებს.