საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მეგობრობის საღამო ქ. ბაქოში

2018 წლის 15-16 ნოემბერს, გენერალური კონსული მამუკა ბალავაძე . ბაქოში  დაესწრო საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის აღსანიშნავ ორდღიან ფართომასშტაბიან მიღება. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საქმიანი წრეებისა და ტურისტული სფეროს მესვეურები. საღამოს ოფიციალური ნაწილი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ, რის შემდეგაც, ღონისძიება გაგრძელდა წვეულების სახით, სადაც ფართოდ იყო წარმოდგენილი ქართული ტრადიციული სამზარეულო, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები.
მეგობრობის საღამოს მიმდინარეობისას, ღონისძიების მონაწილეებსა და საპატიო სტუმრებს მიესალმნენ  საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, სსსაქართველოს რკინიგზისგენერალური დირექტორი დავით ფერაძე, ღვინის სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები

ღონისძიება მხატვრულად გააფორმა აჭარის სახელმწიფო ვოკალურმა ანსამბლმაბათუმმა და აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ხორუმმა. ღონისძიების ფორმატი გამოყენებული იქნა საქართველოს ისტორიული და კულტურული ღირებულებების, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის ფართოდ წარმოჩენის მიზნით.

ღონისძიებამ ჩაიარა მაღალ დონეზე და  იქცა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების ძმობისა და მეგობრობის ნამდვილ დღესასწაულად.