საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გიორგობა კახის რაიონში

2018 წლის 23 ნოემბერს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, გენერალური კონსული მამუკა ბალავაძე იმყოფებოდა კახის რაიონში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო გიორგობის დღესასწაულში. დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოდან ჩამობრძანდ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მეუფე დიმიტრი.

კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ჩატარდა საზეიმო მსახურება, ხოლო ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში წირვა. დასასრულს, კახის წმ. გიორგის ეკლესიაში გაიმართა ნათლობა.

სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულების შემდეგ, გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასთან, სადაც განხილულ იქნა რიგი საკითხებისა.

საზეიმო ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ ქ. ბაქოში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები და  კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებელი პირები.