საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. განჯაში საქართველოს გენერალურ საკონსულოში სტაჟირების და პრაქტიკის გავლის შესახებ

ქ. განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულო 2018 წლის 1 ნოებრიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება  1 (ერთ) საუკეთესო აპლიკანტს.


სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება მ/წლის 1 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე ganja.con@mfa.gov.ge

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპები:

Ø  საკვალიფიკაციო ეტაპები: გასაუბრება.

Ø  კონკურსის თემატიკა: საკონსულო ურთიერთობები.

ქ. განჯაში საქართველოს  გენერალური საკონსულოს სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე ganja.con@mfa.gov.ge უნდა წარმოადგინოს:

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებიდან (საზღვარგარეთ უმაღლესს საგანმანათლებო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);

დ) პასპორტის ასლი;

ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ვ) ერთი ფოტოსურათი (3x4);

ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: აზერბაიჯანის რესპუბლიკა Az2000, ქ. განჯა, ნიზამის რაიონი, ჰასან ალიევის ქ. N60.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპები/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

+(994) 50 27112;  E-Mail: ganja.con@mfa.gov.ge

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები:

 

 

 

-         განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2 და N3);

 

-         სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი.