საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს გენერალური კონსულის მამუკა ბალავაძის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულ ზექი ოზთურქთან.

მ.წ. 3 ოქტომბერს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ბ-ნმა მამუკა ბალავაძემ მიიღო ქ.განჯაში თურქეთის რესპუბლიკის ახალი გენერალური კონსული ბ-ნი  ზექი ოზთურქი. 

 მ.ბალავაძემ მიულოცა თურქეთის გენერალურ კონსულს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა თავის საქმიანობაში.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-თურქეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები. ხაზგასმით აღინიშნა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ერთობლივი ენერგეტიკული და სატრანსპორტო  პროექტები, რომლებმაც კიდევ უფრო დაახლოვეს ჩვენი ქვეყნები და გააღრმავეს სტრატეგიული კავშირები.  

მხარეებმა, ასევე, განიხილეს საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრამ ჩაიარა თბილ, მეგობრულ ვითარებაში.