საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს გენერალური კონსულის მამუკა ბალავაძის შეხვედრა ქ. განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ ნიაზი ბაირამოვთან.

მ.წ. 3 ოქტომბერს, საქართველოს გენერალური კონსული ქ.განჯაში ბ-ნი მამუკა ბალავაძე შეხვდა ქ.განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების ახალ ხელმძღვანელს ბ-ნ ნიაზი ბაირამოვს. 

გენერალურმა კონსულმა მიულოცა ქალაქის მერს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები და  ხაზი გაესვა  მათ სტრატეგიულ მნიშვნელობას.

ასევე, განხილულ იქნა დაძმობილებული ქალაქების ქ.განჯისა და ქ.ქუთაისის შემდგომი ურთიერთობების  საკითხი. ნ.ბაირამოვი მიესალმა  ქ.ქუთაისთან ურთიერთობების გაღრმავებას და გამოთქვა სურვილი დაძმობილებული ქალაქების დელეგაციების ურთიერთგაცვლის შესახებ.

შეხვედრამ ჩაიარა თბილ, მეგობრულ ვითარებაში და გაშუქებულ იქნა ადგილობრივი მედია საშუალებების მიერ.  

 

http://ganjanews.az/2018/10/04/cəmiyyət/niyazi-bayramov-gürcüstanın-gəncədəki-baş-konsulunu-qəbul-edib.html

http://ganja-ih.gov.az/news/646.html

 

https://www.yenigence.com/niyazi-bayramov-gurcustanin-g%C9%99nc%C9%99d%C9%99ki-bas-konsulunu-q%C9%99bul-edib/

https://101.az/14024-niyazi-bayramov-gurcustanin-gencedeki-bash-konsulunu-qebul-edib.html